25 აპრილი 2024,   16:12
ვრცლად
სახალხო დამცველი ხაზარაძე-ჯაფარიძის ადვოკატს შეხვდა

 

ნინო ლომჯარიამ შეხვედრაზე მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის წინააღმდეგ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმე განიხილა.

ზვიად კორძაძემ  სახალხო დამცველს საქმის სამართლებრივი დეტალები გააცნო და საქმეში არსებულ პროცედურულ დარღვევებზე ისაუბრა. თავის მხრივ, ნინო ლომჯარიამ შეხვედრაზე განაცხადა, რომ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეს დააკვირდება და საქმეს მისი აპარატი შეისწავლის.

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ სახალხო დამცველის აპარატის სისხლის სამართლის მართლმსაჯულების დეპარტამენტის თანამშრომლები და ნინო ლომჯარიას მოადგილე გიორგი ბურჯანაძე.

დღის ამბები