24 აპრილი 2024,   05:05
ვრცლად
ღვინის ეროვნული სააგენტო 2020 წელს მარკეტინგულ ღონისძიებებში 9 მილიონ ლარს დახარჯავს

ღვინის ეროვნული სააგენტო 2020 წელს მარკეტინგულ ღონისძიებებში 9 მილიონ ლარს დახარჯავს. მიმდინარე წელთან შედარებით, სააგენტომ ბიუჯეტი 1,5 მილიონი ლარით გაზარდა.

ღვინის ეროვნული სააგენტოს საზოგადოებასთან ურთიერთობისა და მარკეტინგის დეპარტამენტის უფროსის, ირაკლი ჩოლობარგიას განცხადებით, ბიუჯეტის ზრდა ახალი ქვეყნების მოზიდვამ გამოიწვია.  ამსთან, ცნობილია ინფორმაცია, რომ რუსეთის ბაზარზე ღვინის ეროვნული სააგენტო მარკეტინგული აქტივობებისთვის თანხის დახარჯვას არ აპირებს.

“წელს გვქონდა 6,5 მილიონი ლარი და მომავალ წელს იქნება 9 მილიონ ლარამდე. მოძრავი გამოფენასავით იქნება, წელს იაპონიაში, ტოკიოში ორ თვიანი და მომავალ წელს ჯერჯერობით, არ ვიცით რომელ ქვეყნებში გვექნება მოლაპარაკება, ამერიკაში ან ევროპის რომელიმე ქვეყანაში. გვაქვს იმის საშუალება, რომ ახალი ქვეყნებიც ვსინჯოთ, ესენი იქნება კორეა, ავსტრია, შვეიცარია. ამის ფარგლებში ვიწვევთ მნიშვნელოვანი ქვეყნებიდან როგორც მედიას, ასევე დისტრიბუტორებს და იმპორტიორებს, რომ ამ ფარგლებში, რაც შეიძლება მეტ კომპანიას შევახვედროთ“ - განაცხადა ირაკლი ჩოლობარგიამ

 

დღის ამბები