25 აპრილი 2024,   17:31
ვრცლად
რუსთავში, პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით, საყოველთაო-სახალხო განხილვა დაიწყო

რუსთავში პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებული საკონსტიტუციო კანონის პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვა იწყება. შეხვედრა ამ წუთებში იწყება და მას პარლამენტის თავმჯდომარე, არჩლ თალაკვაძე უძღვება. 

„ქართული ოცნების“ წარმომადგენლები საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტებს წარმოადგენენ. ისინი მოისმენენ მოსახლეობის აზრებს და დასმულ კითხვებს უპასუხებენ.

რუსთავში მიმდინარე საყოველთაო-სახალხო განხილვას საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლების ესწრებიან.

დისკუსიები ამავე თემასთან დაკავშირებით, გუშინ, კახეთიდან დაიწყო, სადაც პირველი შეხვედრა გაიმართა. 

პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის განხილვის ფარგლებში კომისია სხვადასხვა რეგიონში ჯამში 11 საჯარო შეხვედრას გამართავს. საყოველთაო-სახალხო განხილვებში მონაწილეობას საპარლამენტო და არასაპარლამენტო პოლიტიკური პარტიები იღებენ, მათ შორის არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებიც. უმრავლესობის მიერ წარდგენილი პროექტის მიხედვით, პროპორციული არჩევნები ბუნებრივ ნულოვან პირობებში და საარჩევნო ბლოკების გარეშე ჩატარდება.

რაც შეეხება ოპოზიციური პარტიების მიერ დარეგისტრირებულ პროექტს, ისინი პროპორციულ არჩევნებს 3%-იანი ბარიერის პირობებში საარჩევნო ბლოკების შენარჩუნებით ითხოვენ.

 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები