19 აპრილი 2024,   15:19
ვრცლად
ბათუმის მოსახლეობა სანაპიროზე არსებული ანტისანიტარიული მდგომარეობის გადაჭრას ითხოვს

ბათუმში, თამარ მეფის სანაპიროზე არსებული ანტისანიტარული და გატყეურებული ზოლით გამოწვეული პრობლემების გამო ადგილობრივი მოსახლეობა უკმაყოფილებას გამოთქვამს. ადგილობრივები მცხოვრებლები ამბობენ, რომ პრობლემით ამ დრომდე არავინ დაინტერესებულა.

ბათუმის გამწვანებისა და ლანდშაფტური დაგეგმარების სამსახურის უფროსის მოადგილეს, შავლეგ ფხაკაძის განმარტებით, გამწვანების სამსახურის თანამშრომლებს ლოკაცია აერიათ და შეცდომით სხვა ტერიტორია დაასუფთავეს.

რაც შეეხება აღნიშნულ ტერიტორიას, შავლეგ ფხაკაძის თქმით, გამწვანების სამსახური თამარ მეფის სანაპირო ზოლს მომავალ კვირას დაასუფთავებს.

დღის ამბები