20 ოქტომბერი 2019,   11:08
ვრცლად
სამი ფერეიდნელი ქართველი ირანიდან საქართველოში ფეხით ჩამოვიდნენ

სამი ფერეიდნელი ქართველი, რომლებიც ირანიდან საქართველოში ფეხით ჩამოვიდნენ თელავში იმყოფებიან. მათ თავდაპირველად ბატონის ციხის მიმდებარე ტერიტორია და ერეკლე მეფის მუზეუმი დაათვალიერეს.

შაჰრამ ონიკაძე, ომის (ამირან) გოგონანი და ისმაილ რაჰიმი, ასევე ადგილობრივ მოსახლეობას და ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდნენ.

ფერეიდნელებმა განაცხადეს, რომ სიმბოლურად წინაპრების ისტორიული გზა გაიმეორეს და საქართველოში ჩამოსასვლელად, 1400 კილომეტრი ფეხით სწორედ ამ მიზეზით გაიარეს. ისინი ირანიდან 11 აგვისტოს დაიძრნენ და საქართველოს საზღვართან, 10 სექტემბერს, 12:00 საათზე ჩამოვიდნენ.

დღის ამბები