20 ოქტომბერი 2019,   11:19
ვრცლად
პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში ხანძრის შედეგად დაზიანებული მე-19 საუკუნის გობელინი აღადგინეს

პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში ხანძრის შედეგად დაზიანებული მე-19 საუკუნის  გობელინი აღადგინეს. ხალიჩა იმ დროსაც დაზიანდა, როდესაც მეხანძრეები ტაძარში გაჩენილი ცეცხლის ჩაქრობას ცდილობდნენ. 25 მეტრის სიგრძის გობელინი საფრანგეთის მეფე ლუი ფილიპ ორლეანელმა 1841 წელს გადასცა ტაძარს და მას განსაკუთრებულ ღონისძიებაზე იყენებდნენ.

პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში ხანძარი 15 აპრილს გაჩნდა. ძლიერი ხანძრის შედეგად ნოტრდამის, იგივე პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის ნაწილი დაიწვა. ხანძრის ჩაქრობას 500-ზე მეტი მეხანძრე-მაშველი ცდილობდა.  

 

 

დღის ამბები