20 ოქტომბერი 2019,   11:10
ვრცლად
საქართველოს ეროვნულ მუზეუმში დავით აღმაშენებლის უნიკალური მონეტის გამოფენა გაიმართა

საქართველოს ეროვნულ მუზეუმში დავით აღმაშენებლის უნიკალური მონეტის გამოფენა გაიმართა.

ბრიტანეთის მუზეუმში დაცული სპილენძის მონეტა, რომელიც დავით IV აღმაშენებლის მიერ მოჭრილ მონეტებს შორის ყველაზე მნიშვნელოვანია, მსოფლიოში პირველად, საქართველოს ეროვნულ მუზეუმში გამოიფინება. ამ მონეტის წარწერა XI-XII საუკუნეების საქართველოს საგარეო პოლიტიკის მთავარ ხაზს ასახავს.

ავერსზე წარმოდგენილია დავით მეფის გამოსახულება ბიზანტიურ სამოსში თავზე ადგას ჯვრით დამშვენებული გვირგვინი - სტემა, მარჯვენა ხელში გრძელბუნიანი ჯვარი უპყრია, მარცხენაში კი - ჯვრიანი სფერო. გამოსახულების თანმხლები ასომთავრული წარწერა მას მეფე დავითად მოიხსენიებს.

რევერსზე, მონეტის ცენტრში, თანაბარმკლავიანი ჯვრის გამოსახულებაა, რომელსაც გარშემო ქართული ასომთავრული წარწერა გასდევს: „ქრისტე, დავით მეფე აფხაზთა, ქართველთა, რანთა, კახთა, სომეხთა.“

დღის ამბები