20 ოქტომბერი 2019,   11:22
ვრცლად
2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის „ევროპული საქართველო“ სიის შედგენის განსხვავებულ წესზე გადადის

2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის „ევროპული საქართველო“ სიის შედგენის განსხვავებულ წესზე გადადის. ამის შესახებ დავით ბაქრაძემ ბრიფინგზე განაცხადა. როგორც თავად განაცხადა, „ევროპული საქართველოს“ სურვილია, ქართულ პოლიტიკაში სიახლე შეიტანოს, რომლის მიხედვით, პარლამენტის სიაში მოხვდება ის, ვინც აჩვენებს მეტ შედეგს და ვინც მიიღებს მეტი ადამიანის მხარდაჭერას. 

„ჩვენი სურვილია, ქართულ პოლიტიკაში შემოვიტანოთ სიახლე და ქართულ პოლიტიკაში პირადი მაგალითით ვაჩვენოთ და გავაჩინოთ ის, რაც დღეს ასე აკლია ჩვენს პოლიტიკას და ეს არის ორი ძირითადი ელემენტი. პირველი ელემენტი - ეს არის ამომრჩევლის ნების პატივისცემა და მეორე ელემენტი, ეს არის კონკურენციასა და შედეგზე დამყარებული მოდელის შექმნა. რას გულისხმობს ჩვენი ახალი პრინციპი, საპარლამენტო სიის დაკომპლექტების - პარტიის რაიონის ხელმძღვანელები, რაიონების წარმომადგენლები და პარტიის პოლიტიკური სახეები, პარლამენტის წევრები ერთმანეთთან იქნებიან კონკურენციაში და პარლამენტის სიაში მოხვდება ის, ვინც აჩვენებს მეტ შედეგს და ვინც მიიღებს მეტი ადამიანის მხარდაჭერას. რას გვაძლევს ეს, პირველ რიგში, ეს გვაძლევს ჯანსაღ პარტიულ კონკურენციას, იმიტომ რომ პარტიაში ეცოდინება ყველას, რომ მისი პარლამენტში მოხვედრა და პოლიტიკური ცხოვრების გაგრძელება არ არის დამოკიდებული ერთი ადამიანის  ნებაზე და სამწუხაროდ, დღევანდელ ქართულ პოლიტიკაში ეს არის დომინანტი მოცემულობა, რომ სწორედ ერთი ადამიანის სურვილი განსაზღვრავს, ვინ სად და რა თანამდებობაზე იქნება. ამიტომ, ყველას ეცოდინება „ევროპულ საქართველოში“, რომ მის ადგილს განსაზღვრავს არა ერთი ადამიანი, არა ლიდერების ჯგუფი, არამედ ამომრჩეველი. ვისაც მხარს დაუჭერს ამომრჩეველი, ის იქნება პარლამენტში“ - განაცხადა დავით ბაქრაძემ. 

 

დღის ამბები