20 ოქტომბერი 2019,   11:20
ვრცლად
ამერიკის საელჩოს წინ "პატრიოტთა ალიანსის“ აქცია გაიმართა

ამერიკის საელჩოს წინ „პატრიოტთა ალიანსის“ აქცია გაიმართა. შეკრებილ მოქალაქეებს პარტიის ლიდერებმა სიტყვით მიმართეს. საელჩოს მიმდებარე ტერიტორიაზე სამანქანო მოძრაობა შეზღუდული იყო. 

აქციის მონაწილეები ამერიკელი დიპლომატის, მეთიუ ბრაიზასა და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილი მოადგილის, დეივიდ კრამერის პერსონა ნონ გრატად გამოცხადებას ითხოვდნენ. საუბარია რამდენიმე დღის წინ, სასტუმრო „რუმსში“ საერთაშორისო კონფერენციაზე მომხდარ ინციდენტზე, სადაც ერთმანეთს ირმა ინაშვილი და დევიდ კრამერი დაუპირისპირდნენ. 

დაძაბულობა ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრისა და მაკკეინის ინსტიტუტის მიერ ორგანიზებულ რიგით მეხუთე საერთაშორისო კონფერენციაზე მას შემდეგ დაიწყო, რაც ადგილზე "პატრიოტთა ალიანსის" ლიდერი მივიდა. ირმა ინაშვილს სიტყვით გამოსვლის საშუალება არ მისცეს. "პატრიოტთა ალიანსმა" პროკურატურაში მეთიუ ბრაიზასა და დევიდ კრამერის წინააღმდეგ სარჩელიც შეიტანა.

"პატრიოტთა ალიანსის" ლიდერებმა, სიტყვით გამოსვლისას წინა ხელისუფლების მმართველობის პერიოდიც გაიხსენეს და განაცხადეს, რომ მიხეილ სააკაშვილმა და გიგა ბოკერიამ ქვეყანას მხოლოდ ზიანი მიაყენეს და ამაში მათ ამერიკის შეერთებული შტატებიც უჭერდა.  

"პატრიოტთა ალიანსი" ამ მოთხოვნებით აქციის გამართვას მომავალშიც გეგმავს. 

 

დღის ამბები