19 აპრილი 2024,   18:50
ვრცლად
“ჰქონდათ კრიტიკული განწყობა ჩვენს მოქალაქეებს ბლოკების დატოვებაზე" - არჩილ თალაკვაძე

ახალციხეში, პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებული საკონსტიტუციო კანონის პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვა დასრულდა. შეხვედრაზე, პროპორციული საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით იმსჯელეს, ასევე „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა, თემასთან დაკავშირებით დასმულ კითხვებს უპასუხეს. 

შეხვედრის დასრულების შემდეგ, პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რომ შეხვედრით კმაყოფილია და აღნიშნა, რომ ახალციხის მოსახლეობას კარგად აქვს გაგებული, პროპორციულ სისტემაზე გადასვლის მნიშვნელობა.

არჩილ თალაკვაძე-ის სურათის შედეგი

“ჰქონდათ კრიტიკული განწყობა ჩვენს მოქალაქეებს ბლოკების დატოვებაზე, რაც ჩვენთვისაც, რა თქმა უნდა, გასაგებია და იცით, რომ ჩვენი ინიციატივა სწორედ ბლოკების გაუქმებას უკავშირდება. საზოგადოების მოთხოვნა არის, რომ გაძლიერდეს თვითმმართველობა და მეტი რესურსები იყოს გამოყოფილი რეგიონებისთვის და მუნიციპალიტეტებისთვის მითუმეტეს იმ ფონზე, როდესაც მაჟორიტარის ინსტიტუტი უქმდება,“ - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ. 

განცხადება გააკეთა „დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს“ მთავარი საბჭოს წევრმა, გიორგი ახვლედიანმა, რომელიც ამბობს, რომ „პროპორციული საარჩევნო სისტემის დამკვიდრება ბუნებრივი ბარიერით კარგი სისტემაა და ის ერთჯერადად არ უნდა იყოს გამოყენებული. 

გიორგი ახვლედიანი-ის სურათის შედეგი

„პროპორციული საარჩევნო სისტემა ბუნებრივი ბარიერით, ეს არის სისტემა სადაც გადაუნაწილებელი მანდატები არ რჩება პრაქტიკულად და ამომრჩეველთა ხმები არ იკარგება, ამიტომაც ეს არის ყველაზე სამართლიანი სისტემა. შესაბამისად, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ დავამკვიდროთ, ოღონდ არა ერთჯერადად. ის, რომ ახლა ხელისუფლება გვთავაზობს ამის დამკვიდრებას მარტო 2020 წელში და მერე 2024-დან ისევ 5%-ანი ბარიერი, ისევ დაპირისპირება, ისევ კონფრონტაცია, ისევ პოლარიზება, ისევ ორპარტიული სისტემა, ისევ მუდმივად რევოლუციური ვითარებები - ეს ქვეყნის უკან გადადგმული ნაბიჯი იქნება,“ - განაცხადა გიორგი ახვლედიანმა. 

უმრავლესობის მიერ წარდგენილი პროექტის მიხედვით, პროპორციული არჩევნები ბუნებრივ ნულოვან პირობებში და საარჩევნო ბლოკების გარეშე ჩატარდება. ოპოზიცია კი პროპორციულ არჩევნებს 3%-იანი ბარიერის პირობებში საარჩევნო ბლოკების შენარჩუნებით ითხოვენ. 

 

დღის ამბები