20 აპრილი 2024,   03:45
ვრცლად
“ჩვენთვის მიუღებელია ბორდერიზაციის პროცესი“ - ევროკომისარი იოჰანეს ჰანი

“ჩვენთვის მიუღებელია ბორდერიზაციის პროცესი“- იოჰანეს ჰანმა რუსული ოკუპაციის შესახებ პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან ერთად გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე ისაუბრა. ევროკომისრის განცხადებით, ევროკავშირისათვის მიუღებელია ბორდერიზაციის პროცესი. ჰანი აცხადებს, რომ ევროკავშირი მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას.

“ევროკავშირში მიზანმიმართულ ხაზს ვინარჩუნებთ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართულებით. ჩვენთვის მიუღებელია ბორდერიზაციის პროცესი. მნიშვნელოვანია ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ფორმატი და მასში რუსეთის კონსტრუქციული ჩართულობა. საქართველო უნდა იყოს ძლიერი და გაერთიანებული. მიმდინარე გამოწვევების ფონზე ეს საკითხები აქტუალურია, რომელიც ითვალისწინებს თქვენს ინიციატივებს, ხალხს საშუალება ეძლევა გამოიყენოს ჯანდაცვისა და საჯარო მომსახურეობის კუთხით არსებული შესაძლებლობები. იმედს ვიტოვებ ეს მდგომარეობა უახლოეს მომავალში გაუმჯობესდება.’’- განაცხადა ევროკომისარმა იოჰანეს ჰანმა.

დღის ამბები