20 ოქტომბერი 2019,   11:19
ვრცლად
უზენაეს სასამართლოში მოსამართლეების დანიშვნის პროცესი ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ყურადღების ცენტრშია - იოჰანეს ჰანი  

ევროკომისარმა იოჰანეს ჰანმა პრემიერ-მინისტრთან ერთობლივი პრესკონფერენციისას  ქართულ სასამართლო სისტემაზე ისაუბრა. როგორც ევროპის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა განაცხადა, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნის პროცესს ევროკავშირი ყურადღებით აკვირდება. ამასთან, ევროკომისარმა აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია 2020 წლის არჩევნებისთვის საქართველოს ხელისუფლებამ  ეუთოს მიერ გაცემული რეკომენდაციები გაითვალისწინოს.

 "ევროკავშირი მტკიცე პარტნიორად და საქართველოში წარმატებული რეფორმების მხარდამჭერად რჩება. ჩვენ შევთანხმდით, რომ ეს ძალისხმევა უნდა გაგრძელდეს განსაკუთრებით სამართლის უზენაესობისა და სასამართლო სისტემის მიმართულებით. არსებული პროცესი, რომელიც მიმდინარეობს და რომელიც უზენაეს სასამართლოში მოსამართლეების დანიშვნას გულისხმობს, არამარტო ბრიუსელის, არამედ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების დედაქალაქების ყურადღების ცენტრშია. ასევე მნიშვნელოვანია ეუთოს მიერ გაცემული რეკომენდაციები 2020 წლის არჩევნებთან მიმართებით“,- განაცხადა იოჰანეს ჰანმა.

დღის ამბები