20 აპრილი 2024,   06:58
ვრცლად
ქობულეთის საჯარო სკოლაში პირველკლასელებს სწავლის დაწყების ღონისძიებაზე წითელი და ლურჯი ყელსახვევები დაურიგეს

წითელი ყელსახვევები სკოლაში - ქობულეთის მე-3 საჯარო სკოლაში პირველკლასელებს სწავლის დაწყების ღონისძიებაზე წითელი და ლურჯი ყელსახვევები დაურიგეს. ფოტოს სოციალურ ქსელში ერთ-ერთი მოსწავლის მშობელი ავრცელებს.

აჭარის განათლების მინისტრი ამბობს, რომ სამინისტრო მიიღებს მკაცრ ზომებს, რადგან გადაწყვეტილება სასწავლებლის ადმინისტრაციამ უწყებასთან შეთანხმების გარეშე მიიღო.

„ველოდები მათი მხრიდან ამასთან დაკავშირებით მათ ახსნა-განმარტებას და იქნება შესაბამისი ზომები მიღებული. კატეგორიულად მიუღებელია. არა ერთი გაცხადებული პოზიცია ყოფილა ჩვენი მხრიდან. საერთოდ არასასიამოვნო სიურპრიზია ეს ჩემთვის, მაშინ როდესაც დღეს, ყველა მზად ვიყავით რომ შეგვებიჯებინა ახალ ევროპულ განათლებაში, ასეთი რამ არ უნდა მომხდარიყო“ - აცხადებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი, მაია ხაჯიშვილი.

დღის ამბები