20 ოქტომბერი 2019,   11:19
ვრცლად
ცხინვალში დე ფაქტო ხელისუფლებამ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი დაანგრია

ცხინვალში, ქალაქის ძველ ნაწილში, მე-19 საუკუნის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი დე ფაქტო მთავრობის გადაწყვეტილებით დაანგრიეს. შენობაში, რომელიც ცხინვალის ებრაულ უბანში მდებარეობდა, 1922 წელს პედაგოგიური სასწავლებელი იყო განთავსებული.

კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი, ყველაზე მეტად 2008 წლის ომის დროს დაზიანდა, რამაც მოსახლეობაში შენობის ნგრევაზე დისკუსიები გამოიწვია. დე ფაქტო ხელისუფლება განცხადებით, მათ შენობის არსებულ მდგომარეობაში შენარჩუნებისთვის საჭირო თანხები არ ჰქონდათ.

ამის მიუხედავად, დე ფაქტო კულტურის განყოფილების ხელმძღვანელი, ნელი თაბოევა წინააღმდეგობას გამოთქვამდა შენობის ნგრევასთან დაკავშირებით. ნელი თაბოევა დე ფაქტო ხელისუფლების გადაწყვეტილებას "საუკუნის სირცხვილს" უწოდებს.

​ნელი თაბოევას თქმით, დანგრეული შენობის ნაწილები ნაგავსაყრელზე გადააქვთ. თაბოევას ინფორმაციით, ადგილობრივმა ხელისუფლებამ მოსახლეობას ავტოფარეხების მშენებლობის ნებართვა მისცა.

დღის ამბები