16 აპრილი 2024,   22:39
ვრცლად
ყალბი საანგარიშსწორებო დოკუმენტების დამზადება-გასაღების ფაქტი - დაკავებულია ერთი პირი

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ყალბი საანგარიშსწორებო დოკუმენტების დამზადება - გასაღების ფაქტზე, ერთი პირი კახეთის რეგიონში დააკავეს.

ჩატარებული ოპერატიულ - სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ ბრალდებულმა, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, ერთ - ერთი კომპანიის სახელით დაამზადა და გაასაღა ყალბი საგადასახადო ანგარიშ - ფაქტურა და სასაქონლო ზედნადები, რომლის თანახმად,  თითქოსდა, ერთ - ერთ კომპანიაზე  განხორციელდა 54 000 ლარის ღირებულების ღვინის მიწოდება.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს, თავისუფლების აღკვეთას 2-დან 4-წლამდე ვადით.

დღის ამბები