24 აპრილი 2024,   11:00
ვრცლად
საუდის არაბეთში მომხდარ თავდასხმაზე პენტაგონი საპასუხო ზომებზე მუშაობს

საუდის არაბეთში მომხდარ თავდასხმაზე პენტაგონი საპასუხო ზომებზე მუშაობს. ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში უწყების ხელმძღვანელი მარკ ესპერი ავრცელებს.

როგორც ის წერს პენტაგონს ამ საკითხზე კოორდინაცია აქვს საერთაშორისო პარტნიორებთან, რადგან ირანმა საერთაშორისო წესრიგი დაარღვია. ესპერი თავდასხმაში ირანს ღიად ადანაშაულებს და თავდასხმას უპრეცედენტოს უწოდებს.

თავდასხმის გამო შეშფოთებულია ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი, რომელიც რეგიონში დესტაბილიზაციის საფრთხეს ხედავს. მანამდე ამერიკის დაზვერვამ გამოაქვეყნა სატელიტით გადაღებული ფოტოები, რომლებზე მათი მტკიცებით საუდის არაბეთის ნავთობობიექტებზე იერიში ირანმა მიიტანა. ამ ბრალდებას ოფიციალური თეირანი უარყოფს.

დღის ამბები