20 ოქტომბერი 2019,   11:20
ვრცლად
"სოკარ ჯორჯიას" ინფორმაციით, ზესტაფონში, დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვის გარდაცვალების მიზეზი წყლის გამათბობელი გახდა 

ზესტაფონში მომხდარი ტრაგედია - "სოკარ ჯორჯიას" წარმომადგენლების ინფორმაციით, დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვის გარდაცვალების მიზეზი, წყლის გამათბობელი გახდა. ავთო კაკოჩაშვილის თქმით, სავარაუდოდ, ბინაში ნამწვი დაგროვდა. მომხდარ ფაქტს სწავლობენ ექსპერტები.  

გავრცლებული ცნობით, ოჯახს ბინა ნაქირავები ჰქონდა და საცხოვრებლად იქ რამდენიმე დღის წინ გადავიდა. 

დღესვე, ტრაგედიის გამომწვევ მიზეზებზე სასაუბროდ, იმერეთის გუბერნატორი მუნიციპალიტეტების მერებსა და "სოკარის" წარმომადგენლებს შეხვდება. 12:00 საათზე კი განცხადებას გააკეთებენ. 

ზესტაფონში, ახალგაზრდა ქალი, ორ მცირეწლოვან შვილთან ერთად ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად გარდაიცვალა. გარდაცვლილთა ცხედრები მათ საცხოვრებელ სახლში აღმოაჩინეს.

 

დღის ამბები