19 აპრილი 2024,   11:32
ვრცლად
მიხაელ შუმახერი პარიზის საავადმყოფოდან გაწერეს

ექსპერიმენტული მკურნალობა გეგმის მიხედვით დასრულდა - მიხაელ შუმახერი პარიზის საავადმყოფოდან გაწერეს. ამის შესახებ პარიზის მედია საშუალებები იუწყებიან.

უცხოური მედიის ინფორმაციით 50 წლის ფორმულა 1-ში მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონი შუმახერი 3 დღის  განმავლობაში მკურნალობას გადიოდა.  ექსპერიმენტული მეთოდებით შუმახერს სისხლის გადასხმას უკეთებედნენ, რომელშიც ღეროვანი უჯრედები იყო დამატებული.

მიხაელ შუმახერმა 2013 წლის ბოლოს, თხილამურებზე სრიალის დროს ტვინის ტრავმული დაზიანება მიიღო. შუმახერი კომატოზურ მდგომარეობაში 6 წელი იმყოფებოდა. მას შემდეგ მოყოლებული ფორმულა 1-ს მსოფლიო შვიდგზის ჩემპიონი აღდგენითი მკურნალობის კურსს გადიოდა.

დღის ამბები