20 ოქტომბერი 2019,   11:10
ვრცლად
მოსახლეობის 48% მთავარ ეროვნულ საკითხად სამუშაო ადგილებს ასახელებს - NDI-ის კვლევა

საქართველოს "ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტი" (NDI) საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგებს აქვეყნებს. გამოკითხული მოქალაქეების უმრავლესობა მთავარ ეროვნულ საკითხად სამუშაო ადგილებს ასახელებს.

კვლევის მიხედვით აღმოჩნდა, რომ მოქალაქეების 48% მიიჩნევს, სამუშაო ადგილები ქვეყანაში ყველაზე მნიშვნელოვანი ეროვნული საკითხია. 34% ფიქრობს, რომ ქვეყნის ეროვნული საკითხი ფასების ზრდა და ინფლაციაა.

გამოკითხული მოქალაქეების 33% ყველაზე მნიშვნელოვან ეროვნულ საკითხად სიღარიბეს ასახელებეს, 29% ტერიტორიულ მთლიანობას, ხოლო - 22% პენსიებს. 

ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა (NDI) და CRRC–საქართველომ კვლევა ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით, საქართველოს მასშტაბით ჩაატარა. 2,131 ადამიანთა, შერჩევის საფუძველზე ინტერვიუ პირისპირ შედგა.   

დღის ამბები