20 ოქტომბერი 2019,   11:11
ვრცლად
ასეთი მძიმე სურათი დიდი ხანია არ ყოფილა - ოპოზიცია NDI-ის კვლევის შედეგებს აფასებს  

„ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის“ (ndi) საზოგადოებრივი კვლევის შედეგებს საპარლამენტო ოპოზიცია ეხმაურება. ხელისუფლების ოპონენტები აცხადებენ, რომ კვლევის შედეგით ნათლად გამოიკვეთა, რომ ქვეყანაში სამუშაო ადგილების არსებობს მიმართულებით მძიმე ვითარებაა, რომელსაც ქვეყნის არასწორ ეკონომიკურ პოლიტიკას უკავშირებენ.

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, რომან გოცირიძე კვლევის შედეგებთან დაკავშირებით ამბობს, რომ მსგავსი მძიმე ვითარების ამსახველი სურათი ქვეყანას დიდი ხანია არ ახსოვს.

რომან გოცირიძე-ის სურათის შედეგი

„ასეთი კვლევები და ასეთი მძიმე სურათი დიდი ხანია არ ყოფილა. ისტორიულ მაქსიმუმზეა ასული უნდობლობა იმ გზის მიმართ, რომელსაც ქვეყანა ადგას. ასევე, მხოლოდ 18% ამბობს, რომ სწორი მიმართულებით ვითარდება ქვეყანა. ეს 18% არის ის ადამიანები რომელსაც ქართული ოცნება ბიუჯეტიდან ფულს აძლევს ან ივანიშვილი თავისი გრანტებით აფინანსებს ანუ, მხოლოდ ხელისუფლებასთან  დაახლოებული ადამიანები. უმუშევრობა არის ძალიან დიდი, ნომერ პირველი პრობლემა კვლავ არის დასაქმება და შეძლება ითქვას, რომ კატასტროფულია ეს შეფასება, რომელსაც ხალხი აძლევს. თურმე მოსახლეობის ნახევარს ჰქონია შემოსავალი 500 ლარამდე. ეს არის უკვე არა თუ სიღარიბე, ეს არის უკიდურესი სიღატაკე“ - აცხადებს რომან გოცირიძე.

უმუშევრობისა და სიღარიბის პრობლემაზე მიუთითებს „ევროპული საქართველოს“ წევრი, ირაკლი აბესაძე. მისი თქმით, არსებული პრობლემის დასაძლევად, მმართველი გუნდი არანაირი ეკონომიკურ ინიციატივას არ იჩენს.

გიორგი კანდელაკი-ის სურათის შედეგი

„უმუშევრობა, რა თქმა უნდა, რჩება უმწვავეს გამოწვევად და არა მხოლოდ მოსახლეობის გამოკითხვით და პირადი აღქმით, არამედ სახელმწიფო სტატიკის სამსახურის მონაცემებითაც კი. ეს არის უმწვავესი პრობლემა, ადამიანების უმრავლესობა არის თვითდასაქმებული, მათი შემოსავლები არის ძალიან დაბალი და ზოგადად, დასაქმების დონე არის ძალიან დაბალი. სწორედ ეს არის მთავარი განმაპირობებელი იმ სიღარიბის ზრდის, რომელიც ქვეყანაში გვაქვს. ამის დასაძლევად ხელისუფლება არ გვთავაზობს არანაირ ეკონომიკურ ინიციატივებს, გადასახადების დაწევას, ბიზნესის ამგვარად სტიმულირებას. ამის ნაცვლად პირიქით, გვთავაზობენ ახალ ე.წ. საპენსიო გადასახადს, ახალ რეგულაციებს, რაც კიდევ უფრო მეტად ამცირებს დასაქმების ადგილებს და ამცირებს შესაძლებლობას, ბიზნესი განვითარდეს ქვეყანაში“ - აცხადებს ირაკლი აბესაძე.

 

 

 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები