20 აპრილი 2024,   14:12
ვრცლად
"მოსახლეობის დიდი ნაწილი მიიჩნევს, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება" - NDI-ის საქართველოს ოფისის დირექტორი

„ჩვენი ბოლო საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის მთავარი მიგნებები არის ის, რომ მოსახლეობის დიდი ნაწილი მიიჩნევს, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება" - ეს განცხადება აშშ-ს ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) საქართველოს ოფისის დირექტორმა, გააკეთა. 

ლორა ტორნტონმა,NDI-ის კვლების შედეგების საზოგადოებისთვის წარდგენის შემდეგ განაცხადა, რომ იმ მოქალაქეების რიცხვი, რომლების ფიქრობენ, რომ ქვეყანა არასწორი გზით ვითარდება, ყველაზე მაღალია, რაც ბოლო 10 წლის განმავლობაში დაფიქსირებულა. 

"ჩვენი ბოლო საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის მთავარი მიგნებები არის ის, რომ მოსახლეობის დიდი ნაწილი მიიჩნევს, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება. ეს მაჩვენებელი ყველაზე მაღალია, რაც ბოლო 10 წლის განმავლობაში დაფიქსირებულა. ეს შესაძლებელია ძალიან მჭიდროდ უკავშირდებოდეს იმ ფაქტს, რომ მოსახლეობა ეკონომიკას აფასებს ძალიან ნეგატიურად. მოსახლეობის მხოლოდ ძალიან მცირე ნაწილი ამბობს, რომ საქართველოს ამჟამინდელი ეკონომიკა არის კარგი და არ არის ეს გასაკვირი, რადგან კვლავაც ეკონომიკური საკითხები რჩება მნიშვნელოვანი ეროვნული საკითხების ჩამონათვალში. ისეთები, როგორებიც არის სამუშაო ადგილები, სიღარიბე, ფასების ზრდა და სხვა. საინტერესოა, რომ ჩვენს მიერ ჩატარებული სიღრმისეული ანალიზის შედეგად ძალიან მჭიდრო კოროლაცია დადგინდა ორ რამეს შორის: ერთის მხრივ, ლარის დოლართან მიმართებაში კურსი და მეორეს მხრივ პასუხები, რომ საქართველო არასწორი მიმართულებით ვითარდება. ასევე ძალიან საინტერესო არის ის, რომ მოსახლეობის თითქმის აბსოლუტური უმრავლესობა პასუხისმგებლობას ეკონომიკაზე აკისრებს ხელისუფლებას და არა რაიმე ტიპის გარე ფაქტორებს,“ - ლორა ტორნტონი.

კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრის ”CRRC - საქართველოს” პრეზიდენტი, კობა თურმანიძე აცხადებს, რომ მიუხედავად იმისა, რომ მოსახლეობას უჭრის, ჯანდაცვის სისტემის მიმართ მოქალაქეებში ნდობა არსებობს. 

„მიუხედავად იმისა, რომ მოსახლეობის დიდი ნაწილი სიდუხჭირეში ცხოვრობს, აქვს სესხები და ხშირად არ შეუძლია მცირე თანხის სესხებაც კი, ერთი მნიშვნელოვანი შვება რაც ჩანს, ეს არის ჯანდაცვის სისტემა, რომლის მიმართ არის საკმაოდ მაღალი ნდობა და საკმაოდ მაღალი შეფასება. თუმცა ამასთან ერთად გამოწვევა რჩება ხელმისაწვდომობა წამლებისა. წამლების ფასებზე ბევრი ჩივის და შედარებით ნაკლები პროცენტი ექიმთა პროფესიონალიზმს. საგარეო პოლიტიკას რაც შეეხება, ამას პირდაპირ არ უკავშირდება, მაგრამ აქ გვაქვს სტაბილურობა დასავლური კურსის მტკიცა მხარდაჭერისა,“ - კობა თურმანიძე.

ამავე თემაზე
დღის ამბები