25 აპრილი 2024,   03:34
ვრცლად
ტურისტებისთვის თანხის ჯგუფურად გამოძალვის ბრალდებით პოლიციამ ბათუმში 4 პირი დააკავა

ტურისტებისთვის თანხის ჯგუფურად გამოძალვის ბრალდებით პოლიციამ ბათუმში 4 პირი დააკავა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა ბათუმის ერთ-ერთ კლუბში მუშაობის პერიოდში, ძალადობის გამოყენებით და სიცოცხლის მოსპობის მუქარით, უცხო ქვეყნის 4 მოქალაქეს მათი შეკვეთისთვის შეუსაბამო თანხა გამოსძალეს.

გამოძიება ჯგუფურად ჩადენილ გამოძალვის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს". დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთით ისჯება.

დღის ამბები