20 ოქტომბერი 2019,   11:24
ვრცლად
6 ოქრო, 1 ვერცხლი, 2 ბრინჯაო - საქართველოს ძიუდოისტთა ახალგაზრდული ნაკრები ევროპის ჩემპიონატიდან დაბრუნდა

საქართველოს ძიუდოისტთა ახალგაზრდული ნაკრები ფინეთის ქალაქ ვანტააში გამართული ევროპის ჩემპიონატიდან დაბრუნდა. ახალგაზრდა ძიუდოისტებმა ინდივიდუალურ შეჯიბრში 9 მედლის მოპოვება შეძლეს, რაც ისტორიული შედეგია. საერთო გუნდურ ჩათვლაში კი ჩვენმა გუნდმა პირველი ადგილი დაიკავა.

საქართველოს ვაჟთა ნაკრების წევრებმა შვიდიდან ხუთ წონით კატეგორიაში იასპარეზეს და ხუთივე წონაში ოქროს მედლები მოიპოვეს.

პირველად ქართული ძიუდოს ისტორიაში, ახალგაზრდებს შორის ევროპის ჩემპიონის ტიტული გოგონათა ნაკრების წევრმა - ეთერ ლიპარტელიანმა მოიპოვა.

დღის ამბები