19 აპრილი 2024,   15:24
ვრცლად
დეპუტატებმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვიერი დაპირსპირების მიზეზები განმარტეს

"ევროპული საქართველოს" ლიდერი აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლება, პარტია "პატრიოტთა ალიანსთან" გაერთიანებულია. ბოკერიას თქმით, ადა მარშანიამ პროცედურა დაარღვია, მაშინ, როცა არა დეპუტატის ადგილიდან, არამედ პარლამენტის ტრიბუნიდან იმეორებდა პუტინის პროპაგანდას. ბოკერია ამბობს, რომ  უმრავლესობა "ევროპული საქართველოს" რეაქციამ მხოლოდ იმ მიზეზით გააღიზიანა, როცა  სწორედ მისმა პოლიტიკურმა პარტიამ, ადა მარშანიას გამოსვლა დაგმო. 

"ქართული ოცნების ალიანსი, ფორმალურად პატრიოტთა ალიანსთან ანუ ივანიშვილის ამ ფრთების შერწყმა ახალ ეტაპზე ავიდა. კიდევ უფრო გამჭვირვალეა ვითარება ხოო, ვოლსკის გუშინდელი რეაქციით დაწყებული, იქამდე მთავრობის მოსმენით, როცა ღარიბაშვილი, გახარია იყო იქ მისული და ურთიერთ ქებაში გაატარეს. ეს კიდევ უფრო გამჭვირვალე გზავნილია ქართული საზოგადოების მიმართ, რომ ივანიშვილი ღიად აი, ამ ძალებს წარმოაჩენს, როგორც საკუთარ ძალებს და დღეს სიმბოლური გამოვლინება იყო ამისი, როცა განცხადებები ადგილიდან ხდება ხოლმე ეს არის პროცედურა და ქალბატონი მარშანია, ეს პოლიტიკურად კომიკური, მაგრამ სხვა მხრივ ძალიან გულწრფელი წარმომადგენელი პროპუტინული ფრთის, აბრძანდა მიკფრონოთან და იქიდან პუტინის პროპაგანდას იმეორებდა, რომ ნატოს ბრალია, თურმე ბავშვები, რომ შიმშილობენ და როგორ ნეიტრალურები უნდა ვიყოთ, რომ გადავრჩეთ, რაც არის ზუსტად რუსეთის ინტერესში და უმრავლესობის წარმომადგენლებს, სხვა დროს თავს დებენ ხოლმე პროევროპულობაზე ამან კი არ გააბრაზათ, კი არ აღშფოთდნენ, რომ რას ლაპარაკობ ან რაღაცა,არა, გააბრაზათ ჩვენმა რეაქციამ იმაზე, რომ ეს არის პუტინის პროპაგანდა." - აცხადებს, გიგა ბოკერია.

ბოკერიას ოპონენტი მდინარაძე, ჟურნალისტებთან საუბრისას განმარტავს, რომ გიგა ბოკერია იმ ხელისუფლების წარმომადგენელია, რომელმაც ქვეყნის ოკუპაცია მოახდინა. ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე დაპირების მიზეზად, საკუთარი დანაშაულის სხვისთვის გადაბრალებას ასახელებს, რაც მისი განმარტებით მისთვის რთულად ასატანი პროცესია.

,,სამწუხაროა, რომ ბოკერიასთვის და მისი თანაგუნდელებისთვის თავმოყვარეობის საკითხები, ქუჩურ გარჩევებთან ასოცირდება. ნუ ეს ალბათ, გარკვეული შიშებით არის გამოწვეული, მაგრამ, რაც შეეხება თვითონ თემას, არასერიოზულია ეს ყველაფერი, ამათ უნდათ რომ თვითონ იუზრდელონ და პასუხები არ მიიღონ და ასე არ ხდება ბუნებაში, აქაც თავმოყვარეობის საკითხია, ეს ერთი და მეორე, კამერის წინ გახდებიან ხოლმე ლომები, ცხოვრებაში ესე ვერ არიან სამწუხაროდ, თუ საბედნიეროდ, ეს მეორე საკითხია . ადამიანებისგან, რომლებლებიც თანაშემოქმედები იყვნენ ოკუპაციის და რომ არა მათი უგუნური და მოღალატეობრივი მოქმედებები, ეს ყველაფერი, რაც ეხლა გვჭირს, ოკუპაციის საკითხებთან დაკავშირებით, არ გვექნებოდა სახეზე და ამის შემდეგ სხვას აბრალებენ და მოღალატეებს ეძახიან, ამის ატანა არის რთული.’’- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე კამათი შოთა ხაბარელის მხრიდან ბოკერიასთვის დასმული კითხვის შემდეგ დაიწყო, რომელიც სპორტსმენების წარმატებებში მთავრობის დამსახურებას ეხებოდა. ხაბარელის თქმით, სამწუხაროა რომ გიგა ბოკერიამ სპორტსმენების წარმატებაში მთავრობის დამსახურებაზე საჯაროდ არ ისაუბრა. 

,,პირველი დამსახურება არის სპორტსმენების თავდადება, მათი შრომა, მაგრამ ამ შრომას ხელშეწყობა სჭირდება. მე რომ აღვნიშნე, რომ ბიუჯეტი 3-ჯერ გაიზარდა, 2012 წლის შემდეგ, ეს უკვე სახელმწიფოს სწორი მიდგომაა, სწორი პოლიტიკაა, აქედან გამომდინარე მე ვფიქრობ, რომ ნაციონალური მოძრაობის, თუ ევროპული ევროპული საქართველოს, თუ არ ვიცი ესენი ერთი და იგივე პოლიტიკური ორგანიზაცია, უნდა ვთანხმდებოდეთ, რომ საქართველოს სპორტსმენების წარმატება არ უნდა იყოს განსჯის საგანი. სხვათა შორის მე, რატომ მივმართე გიგა ბოკერიას იცით?! მან ძალიან კარგად იცის, ისეთ ოჯახშია გაზრდილი, დედამისი იყო წარმატებული სპორტსმენი და იცის, რამდენად ძალისხმევა სჭირდება სპორტსმენების წარმატებას, დახმარება, მხარდაჭერა სახელმწიფოს და ეს მან უნდა თქვას და სამწუხაროდ ეს მან არ თქვა და ეს არის ცუდი.’’ - აღნიშნა, პარლამენტის დეპუტატმა.

"პატრიოტთა ალიანსის" წევრი, ბოკერიას განცხადებებს "ბოდვას" უწოდებს. ამასთან, ადა მარშანიას განცხადებებს, გიორგი ლომია დიპლომატიურს უწოდებს. 

"ეს არის ბოდვა უბრალოდ და რაც შეეხება პრორუსულობას, პრორუსულობა რაში გამოიხატება ამას არასდროს არავინ არ ხსნის, პრორუსულობა უნდა იყოს მაშინ, როცა შენ იდეოლოგიას ატარებ პრორუსულს ვთქვათ, რაღაც პროპაგანდირებას ეწევი ქვეყანაში პრორუსულს და ა.შ. როდესაც მარტო დიალოგზე მიდის საუბარი, ეს არის დიპლომატია და არავითარი პრორუსულობა და დიპლომატიას ჩვენ ვალდებულები ვართ, რომ ვიყენებდეთ ნებისმიერ სიტუაციაში, თუ კი ეს იმ მომენტში შველის ჩვენს ქვეყანას’’

 

დღის ამბები