25 აპრილი 2024,   04:30
ვრცლად
იტალიის პოლიციამ საქართველოს მოქალაქე მკვლელობის ბრალდებით დააკავა

საქართველოს მოქალაქე იტალიის პოლიციამ მკვლელობის ბრალდებით დააკავა. 

41 წლის მამაკაცი, რომელიც საერთაშორისო ძებნაში იმყოფებოდა, მარკონის აეროპორტში დააკავეს მას შემდეგ, რაც მესაზღვრეებმა მისი იდენტიფიცირება შეძლეს. 

მედიის ცნობით ბრალდებულზე ძებნა 2015 წლის აგვისტოში რუსეთის ფედერაციამ გამოაცხადა. თ.ბ. ამჟამად წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფება. მას 15 წლით პატიმრობა აქვს მისჯილი. 

სასამართლო მისი რუსეთში ექსტრადირების საკითხზე მსჯელობას აპირებს.

დღის ამბები