19 აპრილი 2024,   11:46
ვრცლად
ბიუჯეტიდან დახარჯული 190 ათასი ლარი რესტორნების მომსახურებაზე - ფლანგვის დეტექტორის მონაცემები 

ბიუჯეტიდან დახარჯული 190 ათასი ლარი რესტორნების მომსახურებაზე - აჭარის მთავრობამ 2019 წლის პირველ 6 თვეში სმა-ჭამაში იმაზე მეტი დაიხარჯა, ვიდრე 2018 წელს მთლიანად.

მონაცემი ფლანგვის დეტექტორმა მოიპოვა და გაასაჯაროვა. ორგანიზაციაში თანხების არამიზნობრივ ხარჯვაზე საუბრობენ. ფლანგვის დეტექტორში ამბობენ,  მიუხედავად იმისა, რომ აჭარაში ინვესტიციებმა იკლო, მთავრობა თანხების ხარჯვას რეგიონის პოპულარიზაციის და დამატებითი ინვესტორების მოზიდვით ამართლებს.

„ბოლო ნახევარ წელიწადში დახარჯულია უფრო მეტი თანხა სარესტორნო მომსახურებაში, ვიდრე წინა წელს მთლიანად. საუბარია 50 000 ლარი არის უკვე 6 თვეში დახარჯული. აჭარის მთავრობამ ახსნა მოუძებნა ამ ყველაფერს, რომ ეს ხარჯი აიღება  იმიტომ, რომ თითქოს ტურისტული პოტენციალის და ბიზნეს პოტენციალის გაზრდას და წარმოჩენას ემსახურება ეს ხარჯი. თუმცა, თუ ჩავხედავთ საქსტატის რიცხვებს, აღმოვაჩენთ, რომ პირდაპირ უცხოური ინვესტიციები იკლებს ბოლო წლებში“, - განაცხადა დავით მჟავანაძემ. 

დღის ამბები