23 აპრილი 2024,   13:08
ვრცლად
გათავისუფლდეს 20-21 ივნისის საქმეზე დაკავებული პირები - აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან გაიმართება

ირაკლი ოქრუაშვილის სასამართლო პროცესამდე ერთი დღით ადრე მთავრობის კანცელარიასთან მისი და 20–21 ივნისის აქციებზე დაკავებული 18 პირის მხარდასაჭერი აქცია გაიმართება.

აქციის ორგანიზატორები პარტია "გამარჯვებული საქართველოს" წევრები და სხვა ოპოზიციონერი ლიდერები იქნებიან. ისინი დაკავებულებს ივანიშვილის პირად პოლიტპატიმრებს უწოდებენ და მათ დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ითხოვენ. 

„ირაკლი ოქრუაშვილი დააპატიმრეს იმიტომ, რომ ის არის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ოპონენტი ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლების და დანარჩენი ბიჭებიც კიდევ იმიტომ, რომ გახარიას პუტინისთვის მოეხსენებინა, რომ გავრილოვის ჩამოსვლის გამო მომიტინგეები არიან დაპატიმრებულები და ისინი ამაზე აგებენ პასუხს. ვითხოვთ გათავისუფლებას, იმიტომ რომ ისინი არიან უკანონო პოლიტ-პატიმრები, რომლებიც სხედან დღეს ციხეებში“, - განაცხადა პოლიტიკური მოძრაობა ”გამარჯვებული საქართველოს” დამფუძნებელმა გურამ ჩალაგაშვილმა.

დღის ამბები