25 აპრილი 2024,   00:34
ვრცლად
ავტოსაგზაო შემთხვევა თბილისში - გარდაცვლილია ახალგაზრდა მამაკაცი  

 

თბილისში ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა. თამარაშვილის ქუჩაზე მსუბუქი ავტომობილი ბორდიურს შეეჯახა. შემთხვევისას მანქანაში მსხდომმა ორმა ახალგაზრდამ მრავლობითი დაზიანებები მიიღო.

დაშავებულები სასწრაფო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა, რის შემდეგაც ერთ-ერთი ახალგაზრდა მამაკაცი გარდაიცვალა.

უცნობია ავარიის გამომწვევი მიზეზი. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.  

დღის ამბები