20 აპრილი 2024,   15:03
ვრცლად
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაცია დამოუკიდებელ დეპუტატებს ხვდება

საქართველოში ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაცია კანონმდებლებთან შეხვედრებს დილიდან განაგრძობს. პირველი შეხვედრა უკვე გაიმართა დამოუკიდებელ დეპუტატებთან. ევროსაბჭოს დელეგაციას - ეკა ბესელია, ზვიად კვაჭანტირაძე და იასე ზაუტაშვილი შეხვდნენ. 

შეხვედრის დასრულების შემდეგ, დამოუკიდებელემა დეპუტატებმა ჟურნალისტებთან საუბრისას იმ საკითხებზე ისაუბრეს, რომელიც ევროსაბჭოს დელეგაციის წარმომადგენლებთან განიხილეს.  

დეპუტატების თქმით შეხვედრაზე მთავარი განსახილველი თემა, მართლმსაჯულების რეფორმის საკითხი და უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნა იყო. დეპუტატების განცხადებით საქართველოს ხელისფულებას დემოკრატიის განვითარების კუთხით უკუსვლა აქვს, რაზეც ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა აუცილებლად მოახდენს რეაგირბას. 

დღის ამბები