სასამართლოში არსებული კლანური მმართველობა - იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრები ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციას შეხვდებიან.
მათი თქმით, ისინი ყურადღებას იმ ხარვეზებზე გაამახვილებენ, რომლებიც იუსტიციის საბჭოს მუშაობის დროს გამოვლინდა. საბჭოს არამოსამართლე წევრებს იმედი აქვთ, რომ მათი შენიშვნები ევროსაბჭოს ანგარიშში აისახება.
„დელეგაციის შეხვედრა იუსტიციის საბჭოში არის ძალიან მნიშვნელოვანი. ყველა ის თემა, რასაც ჩვენ ვასახელებდით აქამდე, ის, რომ იუსტიციის საბჭოს ნაბიჯები თანხვედრაშია ხელისუფლების დღის წესრიგთან, ის, რომ იუსტიციის საბჭო, ფაქტობრივად, გასულია მომსახურეობის არედან, ის, რომ ხელისუფლებასთან ალიანსში ხდება მოსამართლეების დანიშვნა. ყველა ეს თემა იქნება წამოწეული ჩვენს შეხვედრაზე და იმედი გვაქვს, რომ აისახება ანგარიშში, რომელიც საბოლოოდ შეაფასებს ჩვენი დემოკრატიის განვითარების ხარისხს“, - განაცხადა ანა დოლიძემ.