საზოგადოებრივი მოძრაობა "სირცხვილიას" ორგანიზებით გორში აქცია გაიმართა. აქციას პოლიტიკური პარტიების ადგილობრივი ორგანიზაციების წევრები და საზოგადოების აქტივისტები ესწრებოდნენ.
მათთვის მმართველი გუნდის გადაწყვეტილება, პრემიერ-მინისტრად გიორგი გახარიას დანიშვნა, გამოწვევად იქცა. აქტივისტების თქმით, აუცილებელია ქვეყნის მმართველობას პრორუსული ხელისუფლება ჩამოშორდეს.
„ხელისუფლებამ ჩვენი ხმა ვერ გაიგო და გახარია დანიშნეს პრემიერ-მინისტრად, ამიტომ ჩვენ გადავდივართ ბრძოლის ახალ ფაზაზე. თქვენ ხედავთ, რომ ჩვენი საპროტესტო აქციები ტარდება არა მარტო რუსთაველზე, არამედ რაიონებში. პროტესტი მოიცავს მთელ საქართველოს 2020 წლამდე და უკვე ჩვენი თხოვნა არ არის მხოლოდ გახარიას წასვლა, ჩვენი დღის წესრიგი იქნება „ქართული ოცნების“ ხელისუფლების შეცვლა მშვიდობიანი არჩევნების გზით 2020 წელს,“ - განაცხადა აქციის მონაწილემ.