24 აპრილი 2024,   10:45
ვრცლად
ხორავას ქუჩის საქმე - მიხეილ კალანდიას სასამართლო პროცესი ბრალდების მოწმეების გამოკითხვით გაგრძელდება

დავით სარალიძის ჯგუფურად დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობისთვის ბრალდებული მიხეილ კალანდიას სასამართლო პროცესი ბრალდების მოწმეების გამოკითხვით გაგრძელდება. დღევანდელ სხდომაზე დაცვის მხარე სხდომების გასაჯაროების შუამდგომლობას დააყენებს.

მიხეილ კალანდიას ადვოკატი ზურაბ თოდუა მიიჩნევს, რომ კალანდიას დაკავება პოლიტიკური გადაწყვეტილება იყო და საქმეში მტკიცებულებები არ მოიპოვება. ბრალდებულის ადვოკატი პროცესის დაწყებამდე სხდომის გასაჯაროების შესახებ შუამდგომლობის დაყენებას აპირებს.

იკითხებიან ბრალდების მიერ წარმოდგენილი მოწმეები, მაგრამ მანამ, სანამ მოწმეთა დაკითხვა დაიწყება, ჩვენ დაცვის მხარე ვაყენებთ შუამდგომლობას სხდომის გასაჯაროების შესახებ, ეს იქნება მორიგი მცდელობა რამეთუ ბოლო სხდომაზე, როდესაც დაზარალებული დაიკითხა, ბატონი დავით სარალიძე, მან მხარი დამიჭირა იმ ნაწილში, რომ სხდომა გაიხსნას. აქედან გამომდინარე, მოგვეცა ახალი არსებითი გარემოება, რომელიც ძალიან უხერხულ მდგომარეობაში ჩააყენებს როგორც პროკურორს, ასევე მოსამართლეს,“ - განაცხადა ზურაბ თოდუამ.

12 სექტემბერს სასამართლომ ბრალდებული პატიმრობაში დატოვა. საქმის პროკურორის განცხადებით, მოსამართლემ მიიჩნია, რომ არსებობდა მტკიცებულებების განადგურების რისკი და მიხეილ კალანდიას მიმართ აღკვეთის ღონისძიებით პატიმრობა ძალაში დატოვა. 12 სექტემბრის დახურულ სხდომაზე გამოიკითხა მოკლული დავით სარალიძის მამა.

დღის ამბები