14 ოქტომბერი 2019,   13:10
ვრცლად
„მე მინდა მჯეროდეს, რომ პრეზიდენტს, ეგრეთ წოდებულად, გაუჩალიჩეს“ - ვანო ზარდიაშვილი 

„მე მინდა მჯეროდეს, რომ პრეზიდენტს ე.წ-ად გაუჩალიჩეს“, - ამ განცხადებით პარლამენტის ფრაქცია ”ქართული ოცნების” წევრი ვანო ზარდიაშვილი პატიმრების შეწყალების საქმეს ეხმაურება. 

ვანო ზარდიაშვილს სალომე ზურაბიშვილის მიერ მიღებული გადაწვეტილების ახსნა უჭირს და ამბობს, რომ თუკი აღნიშნული გადაწყვეტილება ვინმე სხვა პირს ეკუთვნის, პრეზიდენტმა ეს უნდა დაასახელოს.

ვანო ზარდიაშვილი-ის სურათის შედეგი

„თუ ეს ქალბატონ სალომეს ვიღაცამ მოუწყო, ეგრეთ წოდებულად, გაუჩალიჩა, მაშინ მან უნდა გააკეთოს განმარტება ვინ იყო ეს პირი, თუ არა, უნდა გაკეთდეს განმარტებები, რას ეფუძნებოდა ეს შეწყალებები. მთლიანად ნეგატიურია ეს საკითხი, ერთადერთი პოზიტივი ის აქვს, რომ ყველა ერთად, ოპოზიციაც, პოზიციაც პრეზიდენტის ადმინისტრაციაც, მზადყოფნას გამოხატავს, რომ დავიწყოთ საკანონმდებლო რეგულაციებზე მუშაობა, რომ ერთხელ და სამუდამოდ, პრეზიდენტების ხასიათზე არ ვიყოთ დამოკიდებული. მე მინდა მჯეროდეს, რომ პრეზიდენტს ე.წ-ად გაუჩალიჩეს“ - აცხადებს ვანო ზარდიაშვილი.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი აცხადებს, რომ ხელისუფლებისთვის მკვლელობაში ბრალდებული პირების შეწყალება მიუღებელია.

ანრი ოხანაშვილი-ის სურათის შედეგი

„ეს არ არის მისაღები ჩვენთვის, როდესაც ხდება მკვლელობაში, მით უმეტეს, ძებნილი პირის შეწყალება. თუმცა, ამასთანავე, აღვნიშნავთ იმას და პირადად, ჩემი დამოკიდებულებაა, რომ ამ საკითხთან მიმართებაში, კოორდინირებულად უნდა დაიწყოს მუშაობა ერთიანი სისხლის სამართლის პოლიტიკის შემუშავების თვალსაზრისით. ოპოზიციას გაუჩნდა თუმცა ელემენტარული სასაუბრო თემა იმისთვის, რომ მათ მათი სუბიექტური ინტერესები წამოწიონ. ისინი ძირითადი ოპოზიციური ნაციონალური მოძრაობის ორივე განშტოება, ეს ხალხი არ მოქმედებეს არც სახელმწიფოებრივი ხედვით, არც ჩვენი საზოგადოების ინტერესების შესაბამისად“, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა. 

 

 

დღის ამბები