18 ოქტომბერი 2019,   11:36
ვრცლად
პრეზიდენტმა ძებბნილი პირი შეიწყალა - თეა წულუკიანი

ახალი დეტალები შეწყალების საქმეში. ირკვევა, რომ მკვლელობაში მსჯავრდებული 3 დაკავებულის გარდა პრეზიდენტმა ძებნილიც შეიწყალა.

პირი, რომელსაც სამართალდამცველები 2009 წლიდან ეძებენ, ერთ-ერთია იმ დამნაშავეებს შორის, რომლებისთვისაც სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილებით მარიამობის დღესასწაულზე ციხის კარი გაიხსნა. ამის შესახებ თეა წულუკიანმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში განაცხადა.

იუსტიციის მინისტრი სრულ პასუხისმგებლობას საქართველოს პრეზიდენტს აკისრებს და აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციას შეწყალებულ პირთა სიაზე კონსულტაცია არავისთან არ გაუვლია.

 

დღის ამბები