14 ოქტომბერი 2019,   13:12
ვრცლად
"ლელოს" დამფუძნებელმა საზოგადოებას 12 ახალი სახე წარუდგინა

საზოგადოებრივი მოძრაობა "ლელოს" დამფუძნებელმა საზოგადოებას 12 ახალი სახე წარუდგინა. პრეზენტაცია ცოტა ხნის წინ დასრულდა. მამუკა ხაზარაძემ აღნიშნა, რომ ახალი სახეების წარდგენა სისტემატურად მოხდება. პრეზენტაციაზე ახალმა სახეებმა საკუთარი ბიოგრაფიები მოკლედ  წარადგინეს. 

ახალ სახეებს შორის არიან მწერალი თეონა დოლენჯაშვილი, ასევე იურისტი კახა კოჟორიძე, ”შეაჩერე კორუფციას” დამფუძნებელი ქეთევან ენუქიძე და ა.შ. 

„ჩვენ ყველა წევრს, რომელიც შემოგვიერთდება და ეს წევრები იქნებიან ყველა სფეროს, ყველა პროფესიის წარმომადგენლები, კარგი პროფესიონალები, ადამიანები, რომლებიც თავის საქმეს აკეთებენ ღირსეულად, სიყვარულით და მომავლის იმედით. ეს არაფერ კავშირში არ არის პოლიტიკურ პარტიასთან. პოლიტიკური პარტიის დაფუძნება იქნება ცალკე და ბუნებრივია, არ გამოგეპარებათ ეს ამბავი. პოლიტიკური პარტიის ლიდერები იქნებიან არჩეული პრაიმერის პრინციპით, ეს ნიშნავს რომ მოსახლეობასთან ერთად, თქვენთან ერთად წარვადგენთ იმ ლიდერებს, რომლებიც ქვეყანას გამოიყვანს დამარცხებიდან გამარჯვების მიმართულებით. ამაზე ცალკე ვისაუბრებთ. იყო სპეკულაციები, რომ თითქოს ჩვენ პირველ  12-ს წარვადგენთ, არანაირი  პირველი და 150-ე თორმეტი არ არსებობს. იქნება 12-12 ადამიანის წარდგენა, რომლებიც მოდიან თანაბარსწორუფლებიანი პრინციპით, როგორც ვთქვით, ჰორიზონტალური პრინციპით და თითოეული ადამიანი აქ შეასრულებს განსაკუთრებულ ფუნქციას.

მამუკა ხაზარაძემ ბრიფინგზე განაცხადა, რომ სია, რომელიც დღეს საზოგადოებას წარუდგინა, გუშინ, გვიან ღამით, საზოგადოებრივი მაუწყებლის საიტზე გასაჯაროვდა. ხაზარაძე ამბობს, რომ სიის შესახებ ინფორმაცია მას არხისთვის არ გადაუცია.

„ჩვენ გუშინ ღამე აღმოვაჩინეთ, რომ ეს სია, რომელიც მე დღეს უნდა წარმედგინა საზოგადოებისთვის, აღმოჩნდა სრულად გადაკოპირებული საზოგადოებრივი არხის საიტზე და გავრცელებული. არის ორი ვარიანტი, ან ჩვენ მოგეცით ეს ინფორმაცია, რომელიც არ მიგვიცია, იმიტომ რომ ჩვენს კომპიუტერებში და იყო დახურული ინფორმაცია და ჩვენგან გაგეგოთ ან ეს ინფორმაცია, საზოგადოებრივმა არხმა, რომლის დაფინანსებაში, თითოეული ჩვენგანი ვიღებთ მონაწილეობას, მოიპოვა სხვადასხვა არხით“, - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

 

დღის ამბები