16 ოქტომბერი 2019,   19:44
ვრცლად
ჩემთვის მიუღებელია პოლიციელის მკვლელის და საერთოდ, მკვლელის, მსგავსი შეწყალება - გიორგი გახარია

"ჩემთვის აბსოლუტურად მიუღებელია პოლიციელის მკვლელის და საერთოდ, მკვლელის, მძიმე დანაშაულში ჩადენილი პირების მსგავსი შეწყალება" - განაცხადა გიორგი გახარიამ პრეზიდენტის მიერ პატიმრების შეწყალების საკითხზე დასმული კითხვის საპასუხოდ.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, საკანონმდებლო ცვლილებებია საჭირო, რაზეც პარლამენტთან ერთად მსჯელობა უნდა გაიმართოს. 

„პირველ რიგში, მინდა ვთქვა, რომ შეწყალება არის პრეზიდენტის დისკრეცია, თუმცა ჩემთვის აბსოლუტურად მიუღებელია პოლიციელის მკვლელის და საერთოდ, მკვლელის, მძიმე დანაშაულში ჩადენილი პირების მსგავსი შეწყალება. რა თქმა უნდა, აქ საჭიროა საკანონმდებლო ცვლილებებიც, რაც დასტურდება იმ ნაბიჯით, რომელიც ქალბატონმა პრეზიდენტმა გადადგა, გამოაცხადა მორატორიუმი. ეს უნდა იყოს საერთო მსჯელობა პარლამენტთან ერთად და რა თქმა უნდა, რაღაც ფილტრები უნდა გაჩნდეს იმისთვის, რომ მძიმე დანაშაულში, განსაკუთრებით, მკვლელობაში დამნაშავე ადამიანები ასეთი ფორმით არ იყვნენ შეწყალებული“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

დღის ამბები