25 აპრილი 2024,   08:39
ვრცლად
"ევროპული საქართველო" გენერალურ პროკურატურას ერთთვიან ვადას აძლვს

საგანგებო ბრიფინგზე პარტია “ევროპულმა საქართველომ“  გენერალურ პროკურატურას შეწყალების საქმის გამოძიების დასაწყებად ერთთვიანი ვადა მისცა. პარტიის ლიდერების განცხადებით, მათ იურიდიული წრეებიდან მიაწოდეს ინფორმაცია, რომლის თანახმად, პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი დიმიტრი გაბუნია პატიმრების შეწყალების საკითხზე გადაწყვეტილებებს იღებდა.

პარტიის ლიდერების თქმით, გენერალური პროკურატურა პირველ რიგში დიმიტრი გაბუნიასა და შეწყალებული ოჯახების კავშირებით უნდა დაინტერესდეს.  პარტიაში მიაჩნიათ, რომ შეწყალების თემაზე არსებობს ბევრი კითხვა და საეჭვო კავშირები. მაგალითად, მათი ინფორმაციით, შეწყალებული პატიმრების ახლობლებსა და დიმიტრი გაბუნიას შორის, შესაძლოა, იკვეთებოდეს კორუფციის სერიოზული ფაქტებიც.

“ევროპული საქართველოს“  განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ მთავარი საგამოძიებო უწყება აღნიშნული ინფორმაციით არ დაინტერესდება და საქმის გამოძიებას ერთ თვეში არ დაიწყებს, მაშინ პარტია ამ საკითხთან დაკავშირებით საპარლამენტო-საგამოძიებო კომისიის შექმნას მოითხოვს.

დღის ამბები