20 აპრილი 2024,   15:01
ვრცლად
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტმა ახალი საგანმანათლებლო სივრცის პრეზენტაცია გამართა

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტმა ახალი საგანმანათლებლო სივრცის პრეზენტაცია გამართა. ღონისძიების ფარგლებში თანამშრომლობის მემორანდუმი საერთაშორისო ცენტრ "იულიხის კვლევით ცენტრთან" გაფორმდა. 

ფონდ "ქართუს" ხელმძღვანელის თქმით, უნივერსიტეტი თანამედროვე ინფრასტრუქტურითა და ტექნოლოგიებით აღჭურვილი საგანმანათლებლო სივრცე იქნება, რომელიც ქართველი და უცხოელი სტუდენტებისთვის მაღალი ხარისხის უმაღლესი განათლების ხელმისაწვდომობას უზრუნველყოფს. საგანმანათლებლო სივრცეში ქართველი და უცხოელი აკადემიური პერსონალი იმუშავებს.

ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტი სტუდენტების მიღებას 2020 წლიდან დაიწყებს. თავდაპირველად, პროექტის ფარგლებში, 170 კვ.მ ფართის ნაგებობები აშენდება, რომელიც 3 სასწავლო კორპუსს, 3 სტუდენტურ საერთო საცხოვრებელს, საცხოვრებელ კორპუსს პროფესორ-მასწავლებელთათვის, ცენტრალურ ბიბლიოთეკას და სასადილოს მოიცავს. შემდეგ ეტაპებზე, დაგეგმილია დამატებით 2 სასწავლო კორპუსის მშენებლობა.
პრეზენტაციას პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, პრემიერ-მინისტრი, პრეზიდენტი, პარლამენტის თავმჯდომარე და აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

დღის ამბები