19 აპრილი 2024,   17:03
ვრცლად
"ახალი სახეების და ახალი ენერგიის სახით ყველასთან ვითანამშრომლებთ, ვისაც აქვს დასავლეთის ვექტორი“-ხაზარაძე

მამუკა ხაზარაძემ  საზოგადოებრივი მოძრაობა “ლელოს“ პირველი 12 ლიდერი წარადგინა. მოძრაობაში გაერთიანდნენ სხვადასხვა პროფესიული წრის წარმომადგენლები. მამუკა ხაზარაძე აცხადებს, რომ მისი გუნდი იმ ძალასთან ითანამშრომლებს, რომელიც დასავლეთი ვექტორის მხარდამჭერი იქნება.

“თუ ერთიანი მუხტი არ შეიკრა, თუ საზოგადოება არ გაერთიანდა ძირითადი იდეის გარშემო, რომ ქვეყანა იყოს წარმატებული, გამარჯვებული, არა მარტო ერთი მიმართულებით, ერთი მიმართულებით გამარჯვება ჩვენ ვერაფერს ვერ მოგვიტანს. პარტია იქნება ცალკე დაფუძნებული, ჩვენ მოძრაობას არ გარდავრქმნით პარტიად, იმიტომ რომ მოძრაობა იქნება ის მაყურებელი, საზოგადოების ყველა სფეროს წარმომადგენელი, ის მაყურებელი და იმ პოლიტიკის მაკონტროლებელი, რომელიც აიღებს თავის თავზე ქვეყანაში გამარჯვებისკენ სიარულს. მიუხედავად იმისა, რომ არჩევნებამდე არის ძალიან მოკლე დრო, ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ჩვენ ამ კრიტიკულ მასას უფრო მეტს შევქმნით, ახალი სახეების და ახალი ენერგიის სახით ყველასთან ვითანამშრომლებთ, ვისაც აქვს დასავლეთის ვექტორი.“-ხაზარაძე.

მოძრაობის გეგმებზე, საზოგადოებრივი მოძრაობის სპიკერმა ანა ნაცვლიშვილმა ისაუბრა. მისი თქმით, მოძრაობა ლიდერებთან ერთად  შეეცდება შექმნას გამარჯვებული სახელმწიფო, რომელშიც ადამიანის ღირსება აღიარებული და დაცული იქნება.

“12 წევრი ეს არის სხვადასხვა პროფესიის, სხვადსხვა გამოცდილების ადამიანები, რომლებიც თავიანთი ცხოვრების განმავლობაში არაერთი წარმატების შემოქმედები არიან და დღეს ჩვენ ვერთიანდებით, მოძრაობა ლელოსთვის, იმიტომ რომ დავდოთ ლელო ამ ქვეყნის გამარჯვებისთვის და ეს ქვეყანა ვაქციოთ წარმატებულ, გამარჯვებულ სახელმწიფოდ, რომლის მთავარი ღირებულება იქნება ადამიანის ღირსების აღიარება და დაცვა“

“მივესალმები იდეების ურთიერთგაცვალს და მგონია, რომ საერთოდ იდეური კრიზისია პოლიტიკურ სივრცეში და იდეური კრიზისის ასე ვთქვათ შესავსებად, რაღაცა წვლილი თუ შემიძლია შევიტანო, ამის გამო ვისაუბრეთ მე და ბატონმა მამუკამ...“ - აცხადებს, საზოგადოებრივი მოძრაობა “ლელოს“ წევრი, ელენე მელიქიშვილი.

საბა ბუაძე, რომელიც 12 ლიდერის, ერთ-ერთი წარმომადგენელია აცხადებს, რომ მოძრაობა “ლელოს“ შეუძლია დანაწევრებული საზოგადოების გაერთიანება. მისი თქმით, საზოგადოებრივ მოძრაობას შესწევს იმის ძალა, რომ სახელმწიფო ინსტიტუტები გარდაქმანს.

“საზოგადოებრივი მოძრაობა პირველ რიგში არის შესაძლებლობა იმისა, რომ წლების განმავლობაში დანაწევრებული საზოგადოება გავაერთიანოთ და თქვენ ხედავთ, რომ ჩვენი გზავნილები ყველა ადამიანის მიმართ არის შემრიგებლური და მოვუწოდებთ ადამიანებს, რომ გავერთიანდეთ ჩვენი განვითარების და თვითგადარჩენის იდეის გარშემო, შესაბამისად პირველ რიგში სწორედ,  აი, ამიტომ ვარ ამ მოძრაობის წევრი. გარდა ამისა, მე ვხედავ შესაძლებლობას, რომ ამ მოძრაობას შესწევს ძალა, რომ სახელმწიფო ინსტიტუტების გარდაქმანს შეუწყოს ხელი“- საბა ბუაძე.

დღის ამბები