"ხისტი ბრექსიტი გარდაუვალია" - განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა ჯან კლოდ იუნკერმა ევროპარლამენტში დებატების დროს.
იუნკერმა აღნიშნა, რომ თუ დიდი ბრიტანეთი ევროკავშირს შეთანხმების გარეშე დატოვებს, ეს არა ევროკავშირის, არამედ გაერთიანებული სამეფოს არჩევანი იქნება. დიდმა ბრიტანეთმა ევროკავშირი 31 ოქტომბერს უნდა დატოვოს.