ბერმუდის კუნძულებზე ქარიშხალმა "უმბერტომ" მოსახლეობის 80% ელექტროენერგიის გარეშე დატოვა
19-09-2019 11:43
ბერმუდის კუნძულებზე ქარიშხალმა "უმბერტომ" მოსახლეობის 80% ელექტროენერგიის გარეშე დატოვა. ქარიშხალს მესამე კატეგორია აქვს მინიჭებული. ეპიცენტრში ქარის სიჩქარე საათში 190 კილომეტრს აღწევს. სტიქია ფლორიდას და ჩრდილოეთ კაროლინასაც ემუქრება.