20 ოქტომბერი 2019,   11:16
ვრცლად
აქცია-პერფორმანსი პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან - ელისაშვილის შეწყალების საქმის გამოძიებას ითხოვს

"სამოქალაქო მოძრაობის" დამფუძნებელმა პრეზიდენტის ადმინისტრაციის წინ დღეს აქცია-პერფორმანსი მოაწყო. რატომ შეიწყალა სალომე ზურაბიშვილმა სამი მკვლელობაში ბრალდებული და ერთი ძებნილი პირი? - სწორედ ამ კითხვაზე პასუხს ითხოვდა ალეკო ელისაშვილი. მისი განცხადებით, პროკურატურა ვალდებულია გამოიძიოს შეწყალების საქმე და დაადგინოს, თუ რატომ იმყოფებოდა სიაში ძებნილი პირი. მისი განცხადებით შეწყალების საქმე წინასწარ დაგეგმილი პროცესია, რომელიც კორუფციული გზით წარიმართება. 

"როდესაც პრეზიდენტის მაგიდაზე ხვდება მკვლელობაში სამი მსჯავრდებულის და ერთი ძებნილის სახელი და გვარი და პრეზიდენტი ამას ბრმად აწერს ხელს, აქ რა თქმა უნდა, არ გვაქვს, რაღაც უნებლიე შეცდომასთან საქმე. ეს არის წინასწარ დაგეგმილი, კორუფციული სქემა. დაუყოვნებლივ, საგამოძიებო ორგანოები რომ გვაქვს და ჭერში ბუზებს რომ ითვლიან, დაიწყონ გამოძიება, იმიტომ რომ აქ აშკარაა, პირდაპირ ხელის გულზე დევს, ვიღაცამ, ვინც პრეზიდენტს შეუტანა მაგიდაზე მკვლელების და ძებნილების სია, იმან გააკეთა ფული“ - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

დღის ამბები