20 აპრილი 2024,   01:46
ვრცლად
"ამხელა თანამდებობის პირი პასუხისმგებლობას არ იღებს" - აქცია პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან

პრეზიდენტის რეზიდენციასთან საპროტესტო აქცია გაიმართა. აქციის ორგანიზატორებმა - ადვოკატმა ალექსანდრე კობაიძემ და უფლებადამცველებმა პრეზიდენტის გუშინდელი გადაწყვეტილება, შეწყალებაზე მორატორიუმის გამოცხადება გააპროტესტეს.

მათი განცხადებით, პრეზიდენტი არ უნდა მოექცეს გარკვეული პოლიტიკური და სოციალური ჯგუფების გავლენის ქვეშ და საკუთარ გადაწყვეტილებებზე პასუხისმგებლობა უნდა აიღოს.

"სამწუხაროდ გარკვეულმა პოლიტიკურმა ჯგუფებმა და სხვადასხვა სოციალურმა ჯგუფებმა პრეზიდენტზე ზეგავლენა მოახდინეს და ასე ვთქვათ ათქმევინეს, რომ მორატორიუმი უნდა გამოცხადდეს. ეს იქნება დიდი უსუსურობა პრეზიდენტის მიერ განხორციელებული და მე მოვუწოდებ მას, რომ თუ ის არის მართლაც და ყველას პრეზიდენტი, კეთილი ინებოს რაც კონსტიტუციაში არის გაწერილი და რა უფლებაც აქვს მინიჭებული იმოქმედოს და ნუ დაემსგავსება მის წინამორბედს გიორგი მარგველაშვილს, რომელმაც სამწუხაროდ, როდესაც იგი მიდიოდა არ მოახდინა შეწყალების აქტის გამოცემა. ნებისმიერ გადაწყვეტილებას შეიძლება მოჰყვეს დადებითი მხარე, შეიძლება მოჰყვეს უარყოფითი მხარე და აქედან გამომდინარე არ შეიძლება ესე, რომ ამხელა თანამდებობის პირი პასუხისმგებლობას არ იღებს, რაც თან მინიჭებული აქვს კონსტიტუციით,“ - განაცხადა ალექსანდრე კობაიძემ.

დღის ამბები