19 აპრილი 2024,   15:09
ვრცლად
"ჩემი ვალდებულებაა დავიცვა მოქალაქეების ნებისმიერი მშვიდობიანი გამოხატვის ფორმა" - ომბუდსმენი "სირცხვილიას" 3 თვიან აქციებს აფასებს

პარლამენტის წინ სამი თვის განმავლობაში მიმდინარე აქციები სახალხო დამცველმა შეაფასა. ნინო ლომჯარიას განცხადებით, ეს არის პროტესტი საზოგადოებისა, რომელსაც არაერთი მოთხოვნა ჰქონდა.

მისი თქმით, სახალხო დამცველი მუდმივად აკვირდება საკანონმდებლო ორგანოსთან განვითარებულ მოვლენებს და საქმის გამოძიების ფარგლებში აქციის ორგანიზატორებთან მუდმივი კომუნიკაცია აქვს. 

"ეს იყო პროტესტი საზოგადოების. ჩემი, როგორც სახალხო დამცველის, ვალდებულებაა, ყოველ შემთხვევაში, რომ დავიცვა მოქალაქეების ნებისმიერი მშვიდობიანი გამოხატვის ფორმა და შესაბამისად, ჩემს როლს ამ თვალსაზრისით ვხედავ. ასევე სახალხო დამცველი ამ მიმდინარე გამოძიებას აკვირდება და მათ შორის ამ აქციის ორგანიზატორებს აწვდის ინფორმაციას იმის თაობაზე თუ როგორ მიმდინარეობს გამოძიება," - განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

დღის ამბები