20 აპრილი 2024,   03:25
ვრცლად
საქართველოს პარლამენტთან აქცია "სირცხვილიას" ორგანიზატორებმა აქცია-გამოფენა გამართეს

საქართველოს პარლამენტთან აქცია "სირცხვილიას" ორგანიზატორებმა აქცია-გამოფენა გამართეს. აქციას ესწრებოდა დეპუტატი ელენე ხოშტარია, რომელმაც განაცხადა, რომ "ქართულმა ოცნებამ" დაარღვია კანონი და სამოქალაქო აქტივისტები პარლამენტის შენობაში არ შეუშვა.

საუბარია პარლამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაზე, სადაც აღნიშნულია, რომ რუსთაველის გამზირზე დაგეგმილი აქციის გამო საკანონმდებლო ორგანოს შენობაში საშვების შეზღუდული რეჟიმი იმოქმედებს. მათი თქმით, ამ ღონისძიების მიზანი შესაძლო პროვოკაციების პრევენციაა. 

„პირველი დღე არ არის, როდესაც "ქართული ოცნება" თავისი სურვილების მიხედვით კანონს არღვევს. ძალიან დიდმა ნაწილმა საერთოდ არც იცის, რა მწვავე პრობლემებია ამ საოკუპაციო ხაზის სოფლებში. ეს არ არის თემა, რომელზეც კარი უნდა მოუჯახუნო მოქალაქეებს, პირიქით, ეს არის თემა, რომელზეც ღიად უნდა ისაუბრო და გაუსწორო თვალი რეალობას,“ - აცხადებს ელენე ხოშტარია.

დღესვე, მინისტრის საათის ფორმატში,  პარლამენტს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ეწვევა. დეპუტატი ელენე ხოშტარია ამბობს, რომ ქეთევან ციხელაშვილთან აქვს კითხვები, რომლებსაც აუცილებლად დაუსვამს.  

ციხელაშვილთან კითხვები მაქვს და აუცილებლად დავუსვამ. ეს არ არის ჩემი კითხვები, ეს არის კითხვები, რომელიც დაგროვილია იმ ადამიანებში, ვინც ცხოვრობენ ამ საომარ პირობებში. აუცილებლად დავუსვამ ამ კითხვებს, მაგრამ კითხვების გარდა, როდესაც მოქალაქეებს აქვთ სურვილი, რომ გაამახვილონ ყურადღება პრობლემაზე, მათ ამის საშუალება უნდა მიეცეთ,“ - აღნიშნა ელენე ხოშტარიამ. 

 

დღის ამბები