24 აპრილი 2024,   19:25
ვრცლად
რუსული საფეხბურთო კლუბის ვიცე-პრეზიდენტი ექსტრემიზმის ბრალდებით დააკავეს

რუსეთის საფეხბურთო ლიგაში მოასპარეზე კლუბ "ანჟის“ ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი მახი იდრისოვი რუსმა სამართალდამცავებმა ექსტრემიზმისა და იარაღით ვაჭრობის ბრალდებით წუხელ დაღესტანში დააკავეს.

ჩხრეკისას იდრისოვს დიდი ოდენობით იარაღი აღმოუჩინეს: ერთი ტყვიამფრქვევი, 3 "კალაშნიკოვის“ სისტემის ავტომატური იარაღი, 5 სხვადასხვა ფირმის პისტოლეტი და რამდენიმე სახეობის ცივი იარაღი. იდრისოვი მახაჩკალის "ანჟის“ ვიცე-პრეზიდენტი 2017 წელს გახდა. დაღესტნური კლუბი რუსული პრემიერლიგიდან შარშან გავარდა. ამჟამად ეს კლუბი ფინანსურ პრობლემებს განიცდის და რანგით მესამე, რუსულ პროფესიულ ლიგაში ასპარეზობს.

მახი იდრისოვს თავის სამშობლოში როგორც ჩეჩნეთის პრეზიდენტ რამზან კადიროვის მეგობარს ისე იცნობენ. ყოფილი საფეხბურთო ჩინოვნიკი სოციალურ ქსელებში ხშირად ათავსებდა კადიროვთან ერთად გადაღებულ ფოტოებს.

დღის ამბები