25 აპრილი 2024,   16:46
ვრცლად
"დაიცავი ბათუმი" - ამ ლოზუნგით ბათუმში აქცია გაიმართა

მოსახლეობამ რივიერაზე ცათამბჯენების მშენებლობა გააპროტესტა. აქციის მონაწილეების თქმით, ცათამბჯენები ეკოლოგიურ საფრთხეს ქმნის და ქალაქს ვენტილაციის საშუალებას უკეტავს.

ისინი ადგილობრივ ხელისუფლებას სთხოვენ შეწყვიტონ ნებართვების გაცემა. მოსახლეობა პერმანენტული აქციების გამართვას და საქმის სასამართლო გზით მოგვარებას გეგმავს.

როგორც აქციის ერთ-ერთი მონაწილე აცხადებს, მიმდინარე პროცესი ქალაქისთვის საზიანოა. 

"ვცდილობთ ყველგან დავაფიქსიროთ ჩვენი პოზიცია. არსებობს ათასნაირი კვლევა, მათ შორის გაეროსი, რომ აქ მაღალსართულიანი კორპუსების მშენებლობა არ შეიძლება. ასევე, არსებობს კანონი, რომელიც პირდაპირ ზღუდავს აქ სამ სართულზე მაღალი შენობის აშენებას," - ამბობს აქციის მონაწილე.

სანაპიროზე რივიერას განაშენიანების პროექტს კომპანია "სილქ როუდი" ახორციელებს. ტერიტორიაზე ხუთი ცათამბჯენის მშენებლობა იგეგმება. ბათუმის საკრებულომ განაშენიანების ნებართვა პროექტთან დაკავშირებით უკვე გასცა.

დღის ამბები