20 აპრილი 2024,   03:26
ვრცლად
14 წლის ბიჭი, სავარაუდოდ, საშიში ინტერნეტთამაშის, "ლურჯი ვეშაპის" მსხვერპლი გახდა

თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭოგნარში მოზარდის თვითმკვლელობის სავარაუდო მიზეზი საშიში ინტერნეტთამაში "ლურჯი ვეშაპი" გახდა. 14 წლის ბიჭი საკუთარი სახლის ეზოში ჩამომხრჩვალი იპოვეს. თვითმკვლელობის ერთ-ერთ ვერსიად სწორედ ინტერნეტთამაში „ლურჯი ვეშაპი“ სახელდება. არსებული ინფორმაციით, სამართალდამცველებმა უკვე გამოჰკითხეს სკოლის მოსწავლეები. ჭოგნარის სკოლის დირექტორის ამირან ელიავას თქმით, სამართალდამცველებმა კომპიუტერი წაიღეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. მათი ინფორმაციით, გამოძიება ყველა მიმართულებით მუშაობს. 

დღის ამბები