25 აპრილი 2024,   08:14
ვრცლად
სალომე ზურაბიშვილი მომავალ კვირას საქმიანი ვიზიტით აშშ-ში გაემგზავრება

სალომე ზურაბიშვილი მომავალ კვირას საქმიანი ვიზიტით აშშ-ში გაემგზავრება. პრეზიდენტი 25 სექტემბერს გაეროს სესიაზე სიტყვით გამოვა და სესიის ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებებში მონაწილეობას მიიღებს.  

ნიუ-იორკში, საქართველოს პრეზიდენტის მონაწილეობით, სხვადასხვა ქვეყნის ლიდერებთან და გაეროს გენერალურ მდივანთან ორმხრივი შეხვედრები იმართება. 

გაეროს გენერალური ასამბლეის სესიაში მონაწილეების პატივსაცემად, სალომე ზურაბიშვილი დონალდ ტრამპისა და მისი მეუღლის სახელით გამართულ ოფიციალურ მიღებას დაესწრება.

დღის ამბები