18 აპრილი 2024,   23:45
ვრცლად
თეა წულუკიანმა სპეციალური პენიტენციური სამსახურის ერთი წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა

თეა წულუკიანმა სპეციალური პენიტენციური სამსახურის ერთი წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა. იუსტიციის მინისტრის განცხადებით, ამჟამად ქვეყანაში 15 პენიტენციური დაწესებულება მოქმედებს, სადაც დღეის მდგომარეობით, 9987 პატიმარი იხდის სასჯელს. როგორც მან აღნიშნა, ოპტიმიზაციის შედეგად, 1 იანვრიდან ყველა მორიგე თანამშრომლისთვის უფასო კვების სისტემა დაინერგა.

მინისტრის განცხადებით, იუსტიციის სამინისტრომ რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის დეპარტამენტი შექმნა, აიკრძალა სოციალურ მუშაკად დასაქმდეს ის პირი, რომლის პროფესიაც არ წარმოადგენს სოციალურ მუშაკობას

თეა წულუკიანის თქმით, კონკრეტული ცვლილებები იმისათვის დაინერგა, რომ პატიმართან მუშაობა ეფექტური იყოს და პატიმრობიდან გათავისუფლების შემდეგ ის არ იყოს საზოგადოებისთვის საშიში პიროვნება. 

„სწრაფი და ქმედითი ნაბიჯები გადავდგით იმისთვის, რომ ეს სისტემა გამხდარიყო არა მხოლოდ პატიმარსა და მის უფლებებზე მზრუნველი სისტემა, არამედ თანამშრომელზე და მის უფლებებზე მზრუნველი სისტემაც. შევქმენით რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის დეპარტამენტი და ავკრძალეთ, რომ სოციალურ მუშაკად დასაქმდეს ის პირი, ვინც სოციალური მუშაკი პროფესიით არ არის, იმიტომ, რომ პირველივე დღიდან პატიმრობისა ჩვენ გვჭირდება პროფესიონალი სოციალური მუშაკი და ფსიქოლოგი იმისთვის, რომ დავიწყოთ პატიმართან მუშაობა ეფექტურად და ის როდესაც გავა ციხიდან, ის აღარ იყოს ან ნაკლებად იყოს საზოგადოებისთვის საშიში,“ - განაცხადა თეა წულუკიანმა.

დღის ამბები